ინტერნეტ მაღაზია Katalog.ge გთავაზობთ პროდუქტის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.

  • ტრანსპორტირებისა და პროდუქტის ღირებულების გადახდა შესაძლებელია კურიერთან , ნივთის მიწოდებისას.
  • თბილისში პროდუქციის მიწოდება შეკვეთიდან მეორე დღეს.
  • რეგიონებში პროდუქციის მიწოდება შეკვეთიდან მეორე დღეს (მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 

თბილისის მასშტაბით მიწოდების სერვისი უფასოა.

  • წვრილი ტექნიკა : მიწოდება ნებისმიერ სართულზე არის უფასო.
  • მსხვილი ტექნიკა : ლიფტის გამართულად მუშაობისა და მასში ნივთის თავისუფლად მოთავსების შემთხვევაში ნებისმიერ სართულზე მიწოდება უფასოა.ლიფტის არარსებობის, მისი გაუმართაობის ან იმ შემთხვევაში, თუ ლიფტის შესასვლელი არის მე-2 სართულზე, ნივთის ატანა არის ფასიანი. პროდუქტის სართულებზე მიწოდების ღირებულებაა თითო სართულზე 3 ლარი.

 

დასახლებები, სადაც მიწოდება ფასიანია:

 

  • ვაზიანი - წავკისი - წყნეთი 10 ლარი
  • კოჯორი - კიკეთი - 15 ლარი

 

პროდუქტის ოფისიდან გატანა

 

  • სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს პროდუქტის გატანა ოფისიდან თავად შეუძლია. ნივთის გატანამდე აუცილებელია, წინასწარ გაფორმდეს შეკვეთა და გაფრთხილდეს ოპერატორი, რათა ნივთი ადგილზე დაგხვდეთ.
  • ნივთის გატანა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი. ა. წერეთლის გამზირი 61.

 

მიწოდება საქართველოს მასშტაბით

 

  • ნივთის მიწოდების ღირებულება რეგიონებში განისაზღვრება ნივთის წონის, ზომისა და მიწოდების ადგილის მიხედვით.

 

აუცილებელი პირობები პროდუქტის მიღება-ჩაბარებისას

  • შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელმა აუცილებელია, სწორად მიუთითოს პროდუქტის მიწოდების მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში აუცილებელია, ამის შესახებ ეცნობოს მაღაზიას.
  • პროდუქტის მიღება-ჩაბარების დროს (კურიერთან ან ოფისში) მომხმარებელმა აუცილებელია, ვიზუალურად შეამოწმოს პროდუქტი, თუ რამდენად ემთხვევა საიტზე არსებულ ფოტოს, დაათვალიეროს მექანიკურ დაზიანებებსა და სხვა დეფექტებზე. ასევე, აუცილებელია, კომპლექტაციის შემოწმებაც. გაითვალისწინეთ, რომ კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა პროდუქტის მიღება-ჩაბარების დროს არასათანადოდ შეამოწმა ნივთი.
  • პროდუქტის მიღება-ჩაბარების დროს მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ კურიერმა გადასცა ყველა აუცილებელი საბუთი - საგარანტიო ფურცელი და ჩეკი. აღნიშნული საბუთების შენახვა აუცილებელია ნივთის საგარანტიო ვადების გასვლამდე. აღსანიშნავია, რომ საგარანტიო ფურცლის დაკარგვის, დაზიანებისა და არასწორად შევსების შემთხვევაში, ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას
  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთს აღენიშნება მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე არსებულ ფოტოს, არ აქვს სრული კომპლექტაცია ან მომხმარებელს არ გადაეცა საგარანტიო ფურცელი და ჩეკი, მომხმარებელს შეუძლია, უარი განაცხადოს პროდუქტის ჩაბარებაზე.
  • პროდუქტის ჩართვასა და მუშაობის შემოწმებას ახდენს მომხმარებელი კურიერისგან დამოუკიდებლად. ტექნიკის ჩართვამდე აუცილებელია, გაეცნოთ პროდუქტის ინსტრუქციასა და საექსპლუატაციო პირობებს. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ინტერნეტ მაღაზიას